26 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტის ბოლო კორექტირება დაამტკიცა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა, ხოლო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შემდეგი ცვლილებები დაამტკიცა:
სოფელ სულდასა და დადეშში სატუმბი სადგურის, წყლის რეზერვუარისა და სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენის მშენებლობაზე დანაზოგიდან დამატებით 53 278 ლარი გამოიყო.
ინფრასტრუქტურის, ტერიტორიული მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენასა და ჩუნჩხაში გზის ბეტონის საფარის კომპენსაციის სახით რეგიონული ფონდიდან თანადაფინანსებას მიიღებს 29 512 ლარის ოდენობით.
ასევე, ახალქალაქის მუსიკალურ სკოლას დაემატება სუბსიდიები 5500 ლარის ოდენობით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მომავლის სახლს დაემატება 2400 ლარი, ხოლო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტკომპლექსი მიიღებს 9300 ლარის ოდენობის სუბსიდიას. ასევე, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დამატებით სუბსიდიას 6566 ლარის ოდენობით მიიღებს.
ცვლილების შემდეგ, გარდამავალი ნაშთი იქნება 4089,96 ლარი.