ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის“ 2023 წლის პროგრამით სამუშაოები დასრულებულია, თუმცა სამუშაოების 20% მიღება-ჩაბარების პროცესშია. ამ სამუშაოს ახალქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური დადებითად აფასებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2023 წლის “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით სამუშაოები 100%-ით უკვე დასრულებულია, მაგრამ სამუშაოების 20% ჯერ კიდევ მიღება-ჩაბარების პროცესშია. ძირითადად, ეს ის სამუშაოებია, რომელთა ტენდერები დანარჩენებზე გვიან გაიმართა. ეს არის სამუშაოები სოფელ ხანდოში, ჩამდურასა და ვაჩიანში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის, არა მოვსისიანის თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ყველა სამუშაოთი კმაყოფილები არიან.
აღვნიშნოთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ბიუჯეტი 2020 წლიდან არ შეცვლილა, ამ პროგრამისთვის ყოველწლიურად გამოყოფილი თანხა 922 000 ლარია.
რა პრიორიტეტები აირჩიეს წელს სოფლებში, წაიკითხეთ მასალაში: სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – ახალქალაქის სოფლების უმეტესი ნაწილი განათდება