29 ნოემბერს, ახალქალაქის № 1 საჯარო სკოლაში (ჰოვანეს თუმანიანის სახელობის) ”მე მიყვარს საქართველო” ლოზუნგით დიდი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ტოლერანტობას ეძღვნებოდა.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ტოლერანტობის დანერგვა, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, საქართველოს 12 რეგიონის ისტორიისა და თანამედროვეობის, ამ რეგიონების კულტურის ურთიერთშერწყმის და მათი მკაცრად შემონახული მახასიათებლების შესწავლა და გაცნობა.
„მე მიყვარს საქართველო“ ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჰოვანეს თუმანიანის სახელობის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ანაჰიტ კარაპეტიანმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ერთმანეთის კულტურისა და ეროვნული ადათ-წესების პატივისცემასა და ტოლერანტობას.
„როგორ შევიყვაროთ საქართველოს მრავალეროვნული სახელმწიფო? ეს რთული და მნიშვნელოვანი ამოცანაა როგორც საზოგადოებისთვის, ასევე განათლების სისტემისთვის, რათა მომავალი თაობა აღიზარდოს და გაიზარდოს სხვა ადამიანის მიმართ ტოლერანტობის, პატივისცემასა და სიყვარულში, განურჩევლად მისი სქესის, რელიგიისა, კულტურისა და ეთნიკური წარმომავლობისა. ამ სამუშაოს განხორციელებისას ჩვენმა მოსწავლეებმა რთული გზა გაიარეს. ამ გზაზე მათ მაქსიმალურად ღრმად შეისწავლეს საქართველოს რესპუბლიკის 12 რეგიონის კულტურა, რელიგია და, რა თქმა უნდა, ტრადიციები და რაც მთავარია ერთიანობა. ჩვენი ქვეყნის გაძლიერება ერთობაშია, რაც საქართველოს რესპუბლიკის გერბზეც წერია: ძალა ერთობაში“.
ღონისძიება ახალქალაქის №1 საჯარო სკოლის ორგანიზებით გაიმართა, მას ესწრებოდნენ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი სამველ პეტროსიანი, პედაგოგები, მშობლები, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები.
„მე მიყვარს საქართველო“ ღონისძიებაზე საქართველოს 12 რეგიონის სამზარეულო ცალკე სუფრაზე იყო წარმოდგენილი: სომხური დოლმადან იმერულ ხაჭაპურამდე. ასევე ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა მოკლე ვიდეოები თითოეული დასახლებული პუნქტის ღირსშესანიშნაობების, მახასიათებლებისა და ისტორიის შესახებ. ყოველი ვიდეოს შემდეგ მოსწავლეები ასრულებდნენ რეგიონისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა მუსიკალურ და საცეკვაო წარმოდგენებს.
დამსწრეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო უკიდურესად მრავალფეროვანი ქვეყანაა, რაც ასევე კარგი შესაძლებლობაა მისი განვითარებისთვის. ყველას აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას აზრი და გააკრიტიკოს, მაგრამ სიფრთხილით უნდა მიუდგეს და ნებისმიერი სიტყვა ფრთხილად შეარჩიოს.