ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიის მიერ გამზადებულია და საკრებულოშია შეტანილი განსახილველად და დასამტკიცებლად. განხილვა დაიწყება ხვალ, 21 ნოემბერს.
მუნიციპალური დონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტი — ბიუჯეტი, 15 ნოემბერს მერიამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადასცა. ბიუჯეტის განხილვა ხვალ, 21 ნოემბერს, 11:00 საათზე დაიწყება საკრებულოს კომისიის სხდომაზე, რის შემდეგაც საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება (15:00 საათზე), ხოლო 22 ნოემბერს 12:00 საათზე რაიონული შეკრების სხდომაზე პროექტს საკრებულოს ყველა დეპუტატი განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა მცხოვრებს აქვს ბიუჯეტის განხილვაზე მონაწილეობის მიღების უფლება.