ნიმოწმინდაში და მუნიციპალიტეტის 28 სოფელში ღამის განათება იქნება გაყვანილი ქუჩებში.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული სამუშაოებისთვის 817 936 ლარი გამოყო. სამუშაოების შესრულების ტენდერი კომპანია “ვიდისმა” 694 000 ლარით მოიგო.
პროექტის დაფინანსების დიდი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება, ხოლო დანარჩენი ნაწილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებაა. პროექტი ორწლიანია, 2023 და 2024 წლებში განხორციელდება.
კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია 2023 წლის 8 ნოემბერს. ხელშეკრულების ვადა 413 დღეში იწურება.
განათება გაყვანილი იქნება ნინოწმინდის №1 ქუჩაზე, სოფელ განძაში, საღამოში, ჯიგრაშენში, დილიფში, ყულალისში, დიდ გონდურაში, პატარა გონდურაში, დიდ ხანჩალში, კათნატუში, პატარა ხანჩალში, ფოკაში, ვლადიმიროვკაში, ეშტიაში, თორიაში, უჯმანაში, გორელოვკაში, ორლოვკაში, ნამზარაში, ხორენიაში, ყაურმაში, სპასოვკაში, სათხაში, ოროჯალარში, დიდ არაქალში, პატარა არაქალში, ტამბოვკაში, რადიონოვკაში.