საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2023 წლის ივლის-სექტემბრის სმარტ-კამერებით დაფიქსირებული ჯარიმების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში, ისევე როგორც მეორე კვარტალში, ყველაზე მეტი ჯარიმა ბორჯომში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები კი ნინოწმინდაში.

წლის მესამე კვარტალში რეგიონში ჯარიმების საერთო რაოდენობამ 23 470 შეადგინა, მეორე კვარტალში 7 383. მესამე კვარტალში ჯარიმებზე გადახდილი თანხა 1 421 170 ლარი იყო, წლის მეორე ნახევარში საგრძნობლად ნაკლები – 381 800 ლარი. 20%-იანი ფასდაკლების სისტემით 11041-მა მძღოლმა ისარგებლა, მეორე კვარტალში 2664-მა.

წარმოგიდგენთ ”ჭკვიანი” კამერების მიერ დაფიქსირებული ჯარიმების რაოდენობას მუნიციპალური მონაცემების მიხედვით:

ახალქალაქში 88,1 ათასი ლარის ოდენობით 1230 ვიდეო-ჯარიმა დაფიქსირდა, 20%-იანი ფასდაკლებით 196-მა მძღოლმა ისარგებლა. ახალქალაქში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით დაფიქსირდა ჯარიმები, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვას, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია რეგულარული ტექნიკური ინსპექტირება. დაჯარიმებულებიდან 4 იურიდიული პირია, 1226 კი ფიზიკური პირი.

ნინოწმინდაში 205 ვიდეო-ჯარიმა დაფიქსირდა 14 950 ლარის ოდენობით, 20%-იანი ფასდაკლებით 47-მა მძღოლმა ისარგებლა. ნინოწმინდაშიც ვიდეოჯარიმები დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. დაჯარიმებულებიდან 6 იურიდიული პირია, 199 კი ფიზიკური პირი.

ასპინძაში 1106 ვიდეო-ჯარიმა დაფიქსირდა ჯამური ოდენობით 74850 ლარი, 20%-იანი ფასდაკლებით 401-მა მძღოლმა ისარგებლა. ასპინძაში ვიდეოჯარიმები დარეგისტრირდა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 118-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით და 125-ე მუხლით. 118-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით დაჯარიმებულთაგან 11 იურიდიული პირია, 384 ფიზიკური პირი. 125-ე მუხლით კი 711 მძღოლი დაჯარიმდა.

ახალციხეში 145850 ლარის ოდენობით 2354 ვიდეო-ჯარიმა დაფიქსირდა, 20%-იანი ფასდაკლებით 1034-მა მძღოლმა ისარგებლა. ახალციხეშიც ვიდეოჯარიმები დაფიქსირდა 118-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 125-ე მუხლის 1, 1 პრიმა და 2 ნაწილებით. 118-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით დაჯარიმებულთაგან 14 იურიდიული, ხოლო 669 ფიზიკური პირია. 125-ე მუხლის პირველი, 1-ლი პრიმა და მე-2 ნაწილებით დაჯარიმდა 1671 მძღოლი.

ყველაზე მეტი ვიდეო ჯარიმა ბორჯომში დაფიქსირდა: 18 575, ჯამური თანხა 1 097 420 ლარია, 20%-იანი ფასდაკლებით 9 363 მძღოლმა ისარგებლა. ბორჯომში ვიდეოჯარიმები რეგისტრირებულია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 118-ე მუხლის მე-2, , ასევე 118-ე მუხლის პრიმა, ასევე 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1-ლი პრიმა და მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილით. დაჯარიმებულებიდან 89 იურიდიული პირია, 2514 – ფიზიკური პირი. 118-ე მუხლის მე-2 პრიმა ნაწილით დაჯარიმდა 63 მძღოლი, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით – 532, ხოლო 125-ე მუხლის პირველი ნაწილით – 15 377 მძღოლი.