მთიან ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა გააოგნა, როგორც სომხური, ისე საერთაშორისო საზოგადოება. 100 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხის სამშობლოდან გამოსახლების მიზეზად ქცეული ე.წ. ერთდღიანმა ომმა, ისევე როგორც შემდგომში არცახის რესპუბლიკის გაუქმებამ, თავისი კვალი დატოვა რეგიონის გეოპოლიტიკაზე. ანა ოჰანიანმა, “კარნეგის ფონდის” რუსეთისა და ევრაზიის უფროსმა თანამშრომელმა Jnews-თან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რატომ მოხდა ეს ახლა, როგორია რუსეთისა და დასავლეთის როლი ამ სიტუაციაში, შესაძლებელია თუ არა ყარაბაღელი სომხების ინტეგრაცია და როგორ იმოქმედა ამან სომხეთზე.
– სამხედრო დასასრული რეალური იყო, არ მიკვირს. იქამდე აზერბაიჯანული დიპლომატია საკმაოდ მკაცრი და იძულებითი იყო. საერთაშორისო კლიმატი ისეთი იყო, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, რომ მოსალოდნელი იყო ასეთი სამხედრო დასასრული და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გამოყენება, ბარიერი საგრძნობლად დაწია უკრაინის ომმა. ალიევის რეჟიმმა იცოდა, რომ თუ გამოიყენებდა სამხედრო გადაწყვეტას, შეძლებდა მის პოლიტიკურად მონელებას. უნდა გვახსოვდეს, რომ სამხედრო თავდასხმა 9 თვიანი ბლოკადის კულმინაცია იყო. ამ თვალსაზრისით, ეს იყო ჰიბრიდული ომის სტრატეგია. ბლოკადის და შემდეგ სამხედრო თავდასხმის გამოყენებით აზერბაიჯანმა ყველაფრის მიღწევა შეძლო, რაც სურდა, და ყარაბაღის სომხებისთვის წასასვლელი პირობები შექმნა. ბლოკადის დასასრულს ალიევზე საერთაშორისო ზეწოლა გაიზარდა და ვფიქრობ, რომ ამანაც ერთგვარად წაახალისა, გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა.
– აბსოლუტურად, ცალ-ცალკე ვერ იქნება განხილული. ბლოკადა სომხების დატოვების პირობების შესაქმნელად გამოიყენეს.ხოლო ომის გამოყენებამ ტერიტორიული მთლიანობის საფარქვეშ დასავლური სამშვიდობო პროცესი და მოლაპარაკებები გაათანაბრა. მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ ბლოკადაზე და შეტევაზე, როგორც სამხედრო სტრატეგიაზე, ეს მოხდა სამშვიდობო პროცესების პარალელურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, “The Economist”-მაც კი დაწერა ამის შესახებ, რომ გარდა იმისა, რომ თავდასხმამ მასობრივი გარბევა გამოიწვია, ეს სამშვიდობო პროცესის შუა პერიოდშიც მოხდა იმის გათვალისწინებით, რომ ალტერნატივა არსებობდა.
და კიდევ ერთი მომენტი, ბლოკადა გამოიყენეს მთიანი ყარაბაღის პოლიტიკური ურეგულირების თავიდან ასაცილებლად, რათა ხელმძღვანელობას არ ესაუბრონ, შეთანხმებებს არ განიხილონ – ეს იყო ბლოკადის ლოგიკა.
– მე ვფიქრობ, რომ მთიანი ყარაბაღის ახალი მთავრობა დიდწილად რუსეთს ეყრდნობოდა და დაკარგა პოლიტიკური ლეგიტიმაცია.თუ გადავხედავთ მსგავს კონფლიქტებს, სადაც უმცირესობები ეწევიან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიებს, საპროტესტო აქტივობებს და აგრძელებენ მჩაგვრელთან საუბარს, ისინი უფრო ეფექტურია მოლაპარაკების პროცესში ჩართვაში. ამიტომ, ვფიქრობ, რუსული ფაქტორი მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ჩანს, რუსეთი არ უშვებდა საპროტესტო აქციების ჩატარების უფლებას. ძალიან ხშირად ვამბობ მიკვირს ის, რომ ყარაბაღის სომხების ხმა უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, პოლიტიკურად უფრო აქტიური, პროტესტი უნდა გამოეთქვათ. რა თქმა უნდა, იყო ბლოკადა, ხალხი იყო საშინელ პირობებში, მაგრამ ახლა ჩნდება ინფორმაცია, რომ რუსეთმა მათ გაპროტესტების საშუალება არ მისცა.
– ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ბოლო ომს მწვანე შუქი რუსეთმა აუნთო და ა.შ., მაგრამ როგორც მეცნიერი, უფრო კონსერვატიული ვიქნები და მოსაზრებების გაკეთებისგან თავს შევიკავებ. ჩემთვის გაურკვეველია, რუსეთს არ შეეძლო თუ არ უნდოდა აღმოფხვრა. რუსეთის ინტერესებში შედიოდა მთიანი ყარაბაღის არსებობა, როგორც აქტორი. რასაც რუსეთი დიდი ალბათობით არ ელოდა იყო ის, რომ იგი მთლიანად განადგურდებოდა, რაც შემდგომში ბადებს კითხვას, რა როლი ეკისრებათ რუს სამშვიდობოებს? ამ თვალსაზრისით, ომმა რუსეთის პოზიციები სამხრეთ კავკასიაში შეასუსტა. მაგრამ ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს არ არის რუსეთისთვის დანაკარგი, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგა აზერბაიჯანის დასამშვიდებლად და რადგან ალიევი პუტინის ძალიან მნიშვნელოვანი ავტორიტარული პარტნიორია. ალიევი და პუტინი ერთმანეთს კოორდინაციას უწევენ. აზერბაიჯანელ ხალხს არ სურს სამშვიდობოები, მაგრამ ალიევი დაინტერესებულია მათით, რადგან მას ისინი თურქეთზე ზეწოლის ბერკეტად შეუძლია გამოიყენოს.
ვფიქრობ, ეს იქნება რუსეთის ინტერესებში, მაგრამ არა აზერბაიჯანის ინტერესებში. რუსეთი მოინდომებს ზოგიერთი მცხოვრების დაბრუნებას და ვფიქრობ, ამას საერთაშორისო სამართალიც დაუჭერს მხარს, რადგან ის იყო თვითმმართველი ერთეული, იყო ადმინისტრაციული ერთეული აზერბაიჯანის შემადგენლობაში. როდესაც იმპერიები იშლება, ადმინისტრაციული ერთეულები გადარჩებიან. მაგრამ არ ვიცი, იგრძნობენ თუ არა სომხები საკმარისად დაცულად და კომფორტულად თავს, თუკი დაუბრუნდებიან ალიევის რეჟიმს, რომელიც ომის დანაშაულებს ჩადის.
– აზერბაიჯანს არასოდეს, ამ თვალსაზრისით მოვიყვან ლოერს ბროერსის, ტომ დე ვაალის სიტყვებს, არ შეუთავაზებია რეინტეგრაციის რაიმე გეგმა, მაშინაც კი, როცა ის უმაღლეს სტატუსს დაჰპირდა, ყველა ეს საუბრები ჩვეულებრივი რიტორიკა იყო, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ჩვენების ხერხი. მათი თქმით, რეინტეგრაცია გულისხმობს მათი კანონის და ინსტიტუტების სრულ დამორჩილებას, მაგრამ რას ნიშნავს ეს თვითმმართველობის, კულტურული ავტონომიის საკითხში – არაფერს. არ ვფიქრობ, რომ ალიევი ამასთან დაკავშირებით როდისმე სერიოზული იყო. ბაქოს ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, აზერბაიჯანი ცენტრალიზაციის პროცესშია, ამ თვალსაზრისით, მთიანი ყარაბაღის სტატუსის მოშორება საჩუქარია.
– ეს დოკუმენტი [არცახის რესპუბლიკის ლიკვიდაციის შესახებ] რეალურად ძალიან სახიფათოა, რადგან აზერბაიჯანს აძლევს შესაძლებლობას თქვას „თქვენ თვითონ დათანხმდით ამას, თქვენ დაანგრიეთ რესპუბლიკა“, მიუხედავად იმისა, რომ ეს გაკეთდა ზეწოლის ქვეშ, ბლოკადისა და ომის, ეთნიკური წმენდის ქვეშ. შეიძლება თუ არა ადმინისტრაციული ერთეულის აღდგენა – არამგონია. შესაძლოა, მთავრობა, რომელიც ემიგრაციაში ჩამოყალიბდება, ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, განახორციელებს თუ არა სომხეთი სამართლიანობას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. სომხეთისთვის გამოწვევაა იყოს პრაგმატული და ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას რეგიონის სტაბილიზაციისთვის, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა ალიევის ნდობა, თუ სამართლიანი მშვიდობისკენ სწრაფვა ჯობია, რაც გაცილებით რთულია.
მაგრამ ზოგადად, მთიანი ყარაბაღის, როგორც ერთეულის დაშლა, ეთნიკური წმენდაც კი არა, ამ თემის ლიკვიდაცია – უზარმაზარი ზიანი სამხრეთ კავკასიის რეგიონული სტაბილურობისთვის. რეგიონები აყვავდება, როდესაც თემები ორგანიზებულია და არის თვითმართველობები და ინსტიტუტები, რომლებიც იცავენ თემებს. ამ კონტექსტში, ყარაბაღის დაცემა არის დიდი დანაკარგი რეგიონული სტაბილურობისთვის.
თუმცა, თუ არსებობს სამშვიდობო ხელშეკრულება, ის უნდა გაძლიერდეს განხორციელების მექანიზმებით, დასავლური დიპლომატია უნდა იყოს ბევრად უფრო აქტიური, ვიდრე ახლა არის. არ შეიძლება ველოდოთ, რომ რაღაც ფურცელს მოაწერთ ხელს და მშვიდობა დამყარდება. ეს არის იდეალისტური, ეს არარეალურია, ეს არის ცუდი დიპლომატია. ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი განხორციელების სტრუქტურა, უსაფრთხოების მექანიზმები, საერთაშორისო არსებობა და ფინანსური მხარდაჭერა. გამოგინილი უნდა იყოს რეგიონული გადაწყვეტილებები, რომელიც მოიცავს საქართველოს.
სომხეთის დიპლომატიური ამოცანები ამ დროისთვის ორიენტირებული იქნება ტერიტორიულ მთლიანობაზე და მის სახელმწიფოებრიობაზე. რუსეთის, როგორც უსაფრთხოების გარანტიის ჩავარდნა, მისი უუნარობა შეაჩეროს ეთნიკური წმენდა რიტორიკულად მაინც, მაშინაც კი, თუ რუსი სამშვიდობოები ვერაფერს გააკეთებენ, მათ შეუძლიათ რიტორიკულად მაინც უზრუნველყონ სომხეთის გარკვეული მხარდაჭერა აზერბაიჯანის წინააღმდეგ. სომხურმა საზოგადოებამ ღრმა იმედგაცრუება განიცადა. ომის შემდეგ მაშინვე საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რუსეთმა სცადა სომხეთის დაჩაგვრით ჰიბრიდული ომი წამოეწყო. თუმცა, სომხეთი ცდილობს გადაურჩეს ამ გამოწვევებს და შეინარჩუნოს დემოკრატიული ინსტიტუტები.
– ვფიქრობ, აზერბაიჯანი სომხეთს ამით დაემუქრება, თუნდაც რეალური ნაბიჯები არ გადადგას. ალიევს არ სჭირდება მშვიდობა, რუსეთს არ სჭირდება მშვიდობა, ალიევს სჭირდება სომხეთთან მუდმივი კონკურენციის შენარჩუნება, რათა თავისი საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს შიდა პრობლემებისგან. ჩინეთი იგივე ტაქტიკას მიჰყვება ტაივანთან მიმართებაში, ის არ უტევს, მაგრამ მუდმივად აზიანებს თევზსაჭერ ნავებს და ემუქრება სანაპირო ქალაქებს. ალიევს მუდმივად სჭირდება სომხეთის შენარჩუნება გაურკვევლობისა და არასტაბილურობის მდგომარეობაში, რითაც ძირს უთხრის მის სახელმწიფოებრიობას.