30 ოქტომბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა ახალქალაქის 2023 წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილება, „სოციალური დახმარების გაცემის წესში“ ცვლილებები, მერიის თანამშრომელთა საკადრო ცხრილი და კიდევ რამდენიმე დადგენილება დაამტკიცეს.
გუშინ, 30 ოქტომბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუროსა და საკრებულოს სხდომები გაიმართა. შეხვედრაზე დეპუტატებმა თავიდან რეგიონული ორგანიზაციის DMO-ს (სამცხე-ჯავახეთის დესტინაციის მართვის ორგანიზაცია) გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში მოისმინეს.
ანგარიშის შესახებ მეტის წაკითხვა:
რა გააკეთეს DMO-ში ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის
სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტში კიდევ ერთი ცვლილება დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც მერია წელს 574 567 ლარის ოდენობით კიდევ ცხრა ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელებას გეგმავს.
რა სამუშაოები ჩატარდება წაიკითხეთ აქ:
ახალქალაქში ახალი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდება
სოფელ ტურცხში (368 კვ/მ) ამბულატორიის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა დამტკიცდა.
დეპუტატებმა დაამტკიცეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც 2024 წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით შეიძლება განხორციელდეს. (ამის შესახებ დაწვრილებით შემდეგ მასალებში იქნება).
გადაწყდა „დაზიანებული პლასტმასის ნაგვის ურნების აუქციონის წესით გასხვისება“ (76 ცალი, 2736 კგ).
დეპუტატებმა ახალქალაქის საავადმყოფოს ანგარიშზე მუნიციპალიტეტის პენსიონერებისთვის თვალის უფასო ოპერაციებისთვის 15 000 ლარის გადარიცხვა დაამტკიცეს.
ასევე რეგიონული რაგბის „ტაო“ კლუბში დამტკიცდა 15000 ლარის გადარიცხვა.
„ეკოს“ საკითხში მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებული და უშვილო ოჯახების დასახმარებლად დადგენილება იქნა მიღებული.
საკრებულომ თანხმობა განაცხადა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებით ისარგებლონ, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური პაკეტის ფარგლებში ხორციელდება.
ახალქალაქი არაქართველ მოქალაქეებსაც დააფინანსებს სოციალური პაკეტით
დღის წესრიგში წარმოდგენილი ყველა საკითხი საკრებულოს დეპუტატებმა მიიღეს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა შირვან შირინიანმა სიტყვით გამოსვლისას შეშფოთება გამოთქვა, რომ მუნიციპალიტეტში მიწის უფასო რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა არ ხორციელდება.
“ძალიან მინდა, რომ ჩვენი ორი რაიონის პარლამენტის წევრებმა მოაწყონ შეხვედრა და ყველა დაგროვილ შეკითხვას უპასუხონ. მე ვხედავ, რომ ჩვენი რაიონი ამ საკითხებს ვერ გადაწყვეტს, ან ვცდები, ან მართალი ვარ”, – თქვა შირვან შირინიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნაირი ირიციანმა ამაზე უპასუხა, რომ მათ იუსტიციის სამინისტროს მიწერეს და იქიდან მიიღეს პასუხი, სადაც ნათქვამია, რომ გეგმის თანახმად მუშაობენ.
შირვან შირნიანმა აღნიშნა, რომ ამ პასუხიდან არაფერია ნათელი და ძალიან საეჭვოა, რომ 2024 წლის ბოლომდე ახალქალაქში ყველა მიწის დარეგისტრირების მოასწრებენ.
ნაირი ირიციანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსს, მნაცაკან ფამბუხჩიანს შესთავაზა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა, რათა ისაუბრონ პროცესზე.