2023 წლის ივნისში დაწყებული კარწახი-თურქეთის გზის აღდგენითი სამუშაოები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. სამუშაოებს კომპანია “არალი” ახორციელებს.
ამჟამად თურქეთის საზღვრიდან სოფელ კარწახამდე გზა მოასფალტებულია, კარწახიდან სოფელ ბოზალში მიმავალი გზის კეთილმოწყობის სამუშაოები ტარდება, ხოლო სოფლის შიგნით სამუშაოები ჯერ არ დაიწყო.
კომპანია “არალის” წარმომადგენელმა გოდერძი ბოლქვაძემ თქვა, რომ სოფლის შიდა გზების აღდგენისათვის ბევრი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო, მხოლოდ ასფალტირება არ იქნება საკმარისი.
“ჩვენ ახლა სოფლის დასაწყისში ვმუშაობთ, რაც შეეხება სოფლის შიდა გზებს, იქ საჭიროა შენობების აღდგენა, გზის პირას უნდა დამონტაჟდეს მილები, მასშტაბური სამუშაო უნდა ჩატარდეს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ ზემოაღნიშნული სამუშაოები, ხოლო შემდეგ გადავიდეთ ასფალტირებაზე, იქამდე გზას გავასწორებთ, რომ მარტივად გასავლელი იყოს”,- თქვა გოდერძი ბოლქვაძემ.
შიდა სასოფლო გზების სამუშაოები დაიწყება ამ წელს თუ მომავალ, ბოლქვაძემ ზუსტად ვერ გვიპასუხა.
სოფელ ბოზალში გზა უკვე დანგრეულია.
როგორც გოდერძი ბოლქვაძემ თქვა, როდესაც გზის 1 კმ 500 მ მონაკვეთის მოასფალტება დასრულდება, ბოზალის გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზა 2010 წელს აშენდა, 2015 წელს კი თურქეთის საზღვართან გამშვები სასაზღვრო პუნქტი “კარწახი” გაიხსნა.
ამ დღიდან დაიწყეს ამ გზის გასწვრივ მოძრაობამას უზარმაზარი სატვირთო მანქანები, რომლებსაც დიდი რაოდენობით ტვირთი გადააქვთ, .
სატვირთო მანქანების ნაკადი შეუდარებლად გაიზარდა გასული წლის შემდეგ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. ამ წუთას სოფელ სულდას დასაწყისიდან იწყება სატვირთო მანქანების რიგი კარწახის ავტოსადგომამდე. ამის მიუხედავად, როგორც მძღოლები აღნიშნავენ, გუშინ ასეთი რიგი არ იყო.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
კარწახი-თურქეთის გზის აღდგენითი სამუშაოები განახლდა