ახალქალაქში მოჭრილი ხეების ნაცვლად ახალი ხეების დარგვა მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება. ამის შესახებ Jnews-თან სატელეფონო საუბარში ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა თქვა.
მანამდე, “განახლებული რეგიონები” პროგრამის ფარგლებში, ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციის დროს, მთავარ ქუჩაზე და მის მიღმა ხეები მოიჭრა. მაშინ ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა აღნიშნა, რომ ქალაქის გამწვანება იგეგმებოდა.
ქალაქის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდონარეობს
დღევანდელი დღის მდგომარეობით ხეების დარგვა ადრე გაზაფხულზე იგეგმება, გამწვანებას მუნიციპალიტეტი საკუთარი ძალებით განახორციელებს. როგორც მაკარიანმა აღნიშნა, გვიან შემოდგომაზე იყო ამის გაკეთების საშუალება, მაგრამ მათ მიიღეს რეკომენდაცია, რომ გაზაფხულის დასაწყისი უფრო შესაფერისი დროა და ნერგები უკეთესად დაფესვიანდება.
„სახელმწიფოს მხრიდან ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს ხეები საჩუქრად. მაგრამ ცოტა გაიწელა. ახლა სერვის ცენტრს მივანდეთ, ბიუჯეტში ექნებათ დანამატი, რომ შეიძინონ ახალი, საინტერესო ნერგები, რომლებიც ჩვენს კლიმატში მდგრადი იქნება. ნერგები 500-600 ლარი ღირს. თუ მანამდე საჩუქრად მივიღებთ- კარგი იქნება, კიდევ დავრგავთ, ბევრი ადგილი გვაქვს,სხვა შემთხვევაში რაც დავგეგმეთ, იმას მაინც გავაკეთებთ”,- კომენტარი გააკეთა მან.
მერის თქმით, თავდაპირველად ცენტრალური ქუჩები გაამწვანება, შემდეგ კი, თუ ნერგები დარჩა, მთელი ქალაქი.
„მაგალითად, ხეების დარგვისთვის სპეციალური ადგილები რომლებიც თავისუფლების ქუჩის ტროტუარების რემონტის დროს დარჩა, პროექტით საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, ეს ჩვენი ინიციატივაა“, – აღნიშნა მელკონ მაკარიანმა.