ახალქალაქის სამხატვრო სკოლაში სარემონტო სამუშაოები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. სკოლის შენობა 2002 წლიდან არ გარემონტებულა. მიმდინარეობს შიდა მოპირკეთების სამუშაოები.
სკოლის სარემონტო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამმა კერძო მეწარმემ: მამიკონ ჰოვჰანნისიანმა, სერგეი ჩოლახიანმა და დაიანა მანუკიანმა. ტენდერი გაიმარჯვა დაიანა მანუკიანმა, 59 133 ლარად.
კერძო მეწარმე დაიანა მანუკიანის წარმომადგენელმა ვალოდია აღდგომელაძემ გვაცნობა, რომ სამუშაოები დაახლოებით 20 დღეში დასრულდება.
„ვაკეთებთ შიდა მოპირკეთების სამუშაოებს: ჭერი, კარები, იატაკი და ა.შ. სამუშაოები გარედანაც არის გასაკეთებელი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ძირითადი სამუშაო შიგნით დასრულებულიყო, ხოლო გარე სამუშაოები მომავალ წელს გაგვეკეთებინა. ვფიქრობ, 20 დღეში დავასრულებთ სამუშაოებს“, – თქვა ვალოდია აღდგომელაძემ.
მათ გარედან 1,80 მეტრი სიმაღლის ღობის გაყვანა მოუწევთ.
სარემონტო სამუშაოებს ადგილობრივი მშენებლები ახორციელებენ.
ახალქალაქის სამხატვრო სკოლის მასწავლებელი კარლენ კარაპეტიანი შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილია.
„სამუშაო ხარისხიანად მიმდინარეობს, კმაყოფილი ვარ. 2002 წელს სომეხ-ამერიკელი ქველმოქმედის მიერ დაფინანსებული რემონტის შემდეგ, შენობა არ გარემონტებულა. ეს არის ძალიან ძველი შენობა, არსებობდა ჯერ კიდევ სსრკ-მდე“, – თქვა მან.