სოფელ ხანდოში სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოების კონკურსი მესამედ ვარ ჩატარდა. ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციაში არსებული პრობლემების გამო, კომპანიებმა კონკურსში მონაწილეობა არ მიიღეს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ცნობით, პრობლემა უკვე მოგვარებულია და ამ დღეებში კონკურსი უკვე მეოთხედ გამოცხადდება.

სახსრები, რომელსაც სოფელი “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით ყოველწლიურად ღებულობს, ხანდო უკვე რამდენი წელია (2021,2022,2023) სპორტული დარბაზის მშენებლობაში დებს. რადგან სოფელში ახალგაზრდების სპორტით დაკავების ადგილი არ არის.

შემოდგომის ნახევარი უკვე გავიდა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები ჯერ არც კი დაწყებულა, თუმხა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამტკიცებენ, რომ მშენებლები მოასწრებენ. ხოლო ის, რომ გასულ სამ ტენდერში არავინ მონაწილეობდა- ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციაში პრობლემების გამო.

“მშენებლებს არ აწყობდათ, სამუშაო და თანხა არ შეესაბამებოდა ერთმანეთს, მშენებელს ნაკლები თამხა რჩებოდა. წინასწარ გარკვევა შეუძლებელი იყო, ვერცერთი პროექტის შემდგენი მსგავს შეცდომას წინასწარ ვერ გაარკვევს, მაგრამ როცა მშენებელი უკვე იწყებს თანხის გადანაწილებას, სად რამდენი უნდა დახარჯოს და მას რამდენი რჩება, მაშინ ირკვევა ყველაფერი”,- თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა.

მისი თქმით, მათხარჯთაღრიცხვა პროექტთან შეათანხმეს და ამ დღეებში კვლავ, მეოთხედ, გამოაცხადებენ კონკურსს.

სპორტდარბაზის მშენებლობა სოფელ ხანდოში 2021 წელს დაიწყეს, დღესდღეობითაშენებულია კედლები, ხოლო “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის წლევანდელი სახსრებით ორსართულიანი ნაგებობა (5×9მ) უნდა დაამატობ. წელსაც ვერ მოხერხდება სპორტული დარბაზის მშენებლობის დასრულება, მაგრამ ხანდოს ტერიტორიალური ოლქის საკრებულოს დეპუტატის თქით, მომავალ წელს ადგილობრივი ხელისუფლება მშენებლობის მთლიანად დასრულებისთვის სახსრების ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფას დაპირდა.

წელს სოფელ ხანდოს სპორტული დარბაზის მშენებლობას არსებული 16949 ლარით შეძლებენ.

აღვნიშნავთ, რომ სოფელ ხანდოში სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოების კონკურსი ახალქალაქის მერიამ თავიდან ტენდერი სოფელ ჩამდურასა და ვაჩიანის სამუშაოებთან ერთად გამოაცხადა. მათ ორჯერ გამოაცხადეს კონკურსი, მაგრამ განაცხადები არ იყო. პრობლემა სოფელ ხანდოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციაში იყო, ამიტომ არ იყო მონაწილეები. მას შემდეგ, რაც სოფელ ხანდოს სამუშაოები სოფელ ვაჩიანისა და ჩამდურას სოფლებისგან გამოყეს, ბოლო სოფლებში კონკურსი შედგა. ახლა იმ ტენდერით დოკუმენტაციის მომზადების პროცესი მიმდინარეობს.

ხანდოს ახალგაზრდობას სურს სპორტით დაკავდეს, მაგრამ სად?