3 ოქტომბრის 12:00 საათისთვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 100 617 იძულებით გადაადგილებული პირი გადავიდა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჰაკარის ხიდი 21 ათას 191 მანქანამ გადაკვეთა.
ბაღდასარიანმა ასევე განაცხადა, რომ დარეგისტრირდა 91 ათას 918 ადამიანი.
იძულებით გადაადგილებულ პირთა 50%-ზე მეტმა ისარგებლა მთავრობის მიერ სომხეთის სხვადასხვა რეგიონში გამოყოფილი საცხოვრებელი ადგილებით.