ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით, რეიტინგი ასე ნაწილდება:
„ქართული ოცნება“ – 37%
„გამარჯვების პლატფორმა“ – 22%
„საქართველოსთვის“ – 10%
„გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ – 4%
„ლეიბორისტული პარტია“ – 4%
„ლელო“ – 4%
„ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) – 4%
„გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 4%
„კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ – 3%
„მოქალაქეები“ – 2%
„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 1%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 1%
სხვა – <1%
კვლევის მიხედვით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციის გარეშე:
„ქართული ოცნება“ – 25%
„გამარჯვების პლატფორმა“ – 15%
„საქართველოსთვის“ – 6,8%
„გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ – 3%
„ლეიბორისტული პარტია“ – 2,9%
„ლელო“ – 3,9%
„ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) – 2,9%
„გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 2,6%
„კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ – 2%
„ხალხის ძალა“ – 1,9%
„მოქალაქეები“ – 1,2%
„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 0,9%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 0,8%
„სხვა“ – 0,4%
„არ ვიცი/უარი პასუხზე“ – 31,8%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.