28 სექტემბერს, 08:00 საათისთვის, სომხეთის რესპუბლიკაში მთიანი ყარაბაღიდან 65036 იძულებით გადაადგილებული პირი შევიდა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობა იტყობინება.
„მთავრობა უზრუნველყოფს ყველა იმ პირს, ვისაც არ აქვს წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი. დახმარებაზე საჭიროებების აღრიცხვა გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.