არაღიარებული არცახის რესპუბლიკის სახალხო დამცველი გეგამ სტეპანიანი ტვიტერის საკუთარ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანის მიერ სტეფანაკერტის დაბომბვის შედეგად, 15:00 საათის მდგომარეობით, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.
ამ დროისთვის ცნობილია ორი მსხვერპლი, მათ შორის ერთი ბავშვი, ასევე 11 დაშავებული, მათ შორის 8 ბავშვი, იტყობინება გეგამ სტეპანიანი Twitter-ზე.
აღსანიშნავია, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის საბაბით, 19 სექტემბერს, 13:00 საათზე, აზერბაიჯანმა დაიწყო სტეფანაკერტის დაბომბვა, რომელიც 9 თვეზე მეტი ბლოკადაში იყო.