მთიანი ყარაბაღი 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ნაზელი ბაგდასარიანის თქმით, აღნიშნულმა პირები უკვე სომხეთში იმყოფებიან და საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში სომხეთის ხელისუფლება მათ თავშესაფრით უზრუნველყოფს.
მისივე ინფორმაციით, ბოლო დღეების მანძილზე მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 21 000-მე მეტი სატრანსპორტო საშუალება შევიდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. „პრეზიდენტმა“ სამველ შახრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ე.წ. „რესპუბლიკა” 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეწყვეტს არსებობას.