ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი, რომლებმაც ჰაკარის ხიდზე გადაკვეთეს უკვე 47 115-ია. განახლებული მონაცემები ჟურნალისტებთან 27 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა წარმოადგინა. 

„ფაქტობრივად, რამდენიმე საათში ეს მაჩვენებელი 5000-ით გაიზარდა, გვესმის, რომ მანქანების დიდი რიგი იყო, მაგრამ ეს გამოწვევა ერთობლივი ძალისხმევით უნდა დაიძლიოს. ბოდიშს გიხდით ყველა სირთულისა და უხერხულობისთვის“, – აღნიშნა ბაღდასარიანმა.

გორის თეატრის შენობაში საკოორდინაციო ცენტრია, სადაც უკვე 20 ათას 270 ადამიანია რეგისტრირებული.

მოსახლეობა ძირითადად სიუნიქის, გეღარქუნიკისა და ვაიოც ძორის რეგიონებშია დასახლებული. სიუნიქის რეგიონში დროებითი საცხოვრებელი 1298-მა ადამიანმა მიიღო, ვაიოც ძორში – 532, გეღარქუნიკში – 752, ტავუშში – 300-მდე ადამიანმა.

მოქალაქეების უკმაყოფილება ძირითადად იგივეა: მათ არ სურთ სასაზღვრო დასახლებებში შესვლა და ითხოვენ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან მოშორებით განთავსებას.

არიან ოჯახები, რომლებსაც გორისში ჯერ კიდევ სძინავთ მანქანებში და ელიან კოტაიკის რეგიონში, არარატის ხეობაში რაიმე სახის საცხოვრებლის შეთავაზებას, სანამ, როგორც ამბობენ, ფეხზე არ დადგებიან.

გორისში, გარდა სამთავრობო უწყებებისა, ფუნქციონირებს სხვა მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, როგორც ადგილობრივი, ასე საერთაშორისო ორგანიზაცია. ყარაბაღიდან ჩამოსულებს ხვდებიან, იღებენ და მათ ძირითად მოთხოვნილებებს სწრაფად აკმაყოფილებენ: საჭიროების შემთხვევაში საკვები, თბილი საბნები, წამალი.

ხალხი შემოდის დაქანცული, რადგან მთელი დღე გზებზე იყვნენ.

.