20 სექტემბერს, ახალქალაქის მერიის Facebook გვერდზე გაჩნდა შეტყობინება, რომ „ღამის შოუს“ ჯგუფმა, რომლის გამოსვლაც 9 სექტემბერს ქალაქის დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ გურიაში დაღუპულთა გლოვის გამო გაუქმდა, ახალქალაქში 25 სექტემბერს გამოვა. თუმცა, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული აგრესიის მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო, კონცერტის ჩატარების შესახებ სიახლე ახალქალაქის ახალგაზრდებმა სკეპტიკურად მიიღეს. სოციალურ ქსელებში ახალგაზრდებს შორის მოძრაობა დაიწყო კონცერტის გაუქმების ან გადადების მოთხოვნით.
ჯგუფის გამოსვლის შესახებ პოსტი მერიის გვერდზე 20 სექტემბერს გამოჩნდა. 21 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, კონცერტის შესახებ ინფორმაცია მერიის გვერდზე კვლავ განთავსდა.
*სტატიის გამოქვეყნების დროისთვის კონცერტის შესახებ პოსტი გვერდიდან წაშლილია*
ბოლო პოსტმა ბევრი კომენტარი და რეპოსტი მოიპოვა, კონცერტის გაუქმების ან გადადების მოწოდებით, კერძოდ, 35 კომენტარი და 43 რეპოსტი, რომელთაგან ზოგიერთი თავის მხრივ გავრცელდა. კომენტარებში ძირითადად შედის სლოგანი „გაუქმება ან გადატანა“, ისევე როგორც სხვა მოსაზრებები:
წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს:
„დღეს არცახში გენოციდია და ვერ წარმომიდგენია, როგორ წავლენ ახალქალაქელები კონცერტზე და როგორ იმხიარულებენ.
ჩემი ჯავახეთი, რომელიც მუდამ სომხეთთან ახლოს იყო, ასეთ შეცდომას ვერ დაუშვებს“.
„იმედი მაქვს, რომ გაუქმდება. ჯავახეთი ასეთ უპატივცემულობას არ გამოავლენს.
“სომეხი ხალხი გლოვობს, მხოლოდ კონცერტი დაგვრჩა. ან გააუქმეთ ან გადადეთ კონცერტი. ახლა იფიქრეთ არცახის ხალხის მდგომარეობაზე. გთხოვთ, ნუ გაჩუმდებით, ნუთუ მართლა ასე გულგრილები ხართ სომხების მიმართ?!”
“ძვირფასო კონცერტის ორგანიზატორებო, გთხოვთ, გადადოთ კონცერტი ან გააუქმოთ. აზერბაიჯანელებმა არცახში მოაწყვეს ეთნიკური წმენდა სომხების წინააღმდეგ და ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. და ეს ჩვენი ტრაურია, გთხოვთ, პატივისცემით მოეპყროთ ამ სიტუაციას.”
კონცერტის გამართვას კომენტარებში მხოლოდ ერთმა მომხმარებელმა დაუჭირა მხარი.
პოსტს ასევე აქტიურად აზიარებენ ფეისბუქის მომხმარებლები – ახალგაზრდები და სხვები, რომლებიც თავიანთ მეგობრებს ნიშნავენ ან მოწოდებებს ტოვებენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა კონცერტში, თუნდაც ის ჩატარდეს.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს მოძრაობა დაიწყო, არის გოჰარ აღჯოიანი. მოწოდება მან ინსტაგრამზე დაიწყო და აღნიშნა, რომ მთიანი ღარაბაღის მოსახლეობისთვის ასეთ რთულ პერიოდში ამ კონცერტის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
როგორც Jnews-თან საუბარში ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა განაცხადა, ამჟამად კონცერტის გადადების ან გაუქმების საკითხი განიხილება, როგორც კი კონკრეტული ინფორმაცია გახდება ცნობილი, შეგვატყობინებს.