ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთში სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლები საბავშვო ბაღზე ოცნებობენ. ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ბავშვების სხვა სოფლების საბავშვო ბაღებში ტრანსპორტირებაზე მშობლები არ არიან თანახმა.
სოფელ ხავეთში 50 ოჯახია, 300-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფელი ქალაქიდან დაშორებულია და ბევრს არიან მოკლებული, სოფელში არ არის საბავშვო ბაღი, სათამაშო მოედნები და ახალგაზრდული ცენტრები. არ არის კლუბები ან სკოლის გარეშე საგანმანათლებლო ცენტრები. გზის რეაბილიტაცია წელს დაიწყო, მაგრამ წელს ვერ დასრულდება.
ხავეთის მოსახლეობას სურთ, რომ მათ შვილებმა ისარგებლონ სკოლამდელი განათლების უფლებით, რომ სოფელში აშენდეს საბავშვო ბაღი.
ანაიდ საარიანი ამბობს, რომ სკოლამდელი განათლების მქონე პირველკლასელი ძალიან განსხვავდება იმ მოსწავლისგან, რომელსაც საბავშვო ბაღი არ დაუმთავრებია.
„ჩემი პირველი შვილი ბაღში არ დადიოდა, პირველ კლასში გაუჭირდა. ბაღში წასული ბავშვები უფრო განვითარებულნი არიან, იციან ასოები, განასხვავებენ ფერებს და ბევრი სხვა. შემოგვთავაზეს ბავშვების სხვა სოფლებში ტარება, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით, პატარა ბავშვები უყურადღებოდ როგორ დავტოვოთ?“, – თქვა ანაიდ საარიანმა.
სიმონ პეტროსიანს ორი შვილი ჰყავს: 2 წლის და 4 წლის.
„სოფელში საბავშვო ბაღის ასაშენებლად არაერთხელ მივმართეთ. ბევრი სკოლამდელი ასაკის ბავშვი გვყავს, დაახლოებით 20. ტრანსპორტირება არ გვინდა. ბავშვები დაუმორზცილებლები არიან, ხუმრობენ, ვის მივანდოთ ჩვენი შვილებს, გზა გრძელია“, – ამბობს სიმონ პეტროსიანი.
მკრტჩიან სამველსაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება 3 წლის ბავშვის უფროსის გარეშე გაშვება.
„ტრანსპორტიც რომ გამოყონ, ბავშვებს ვინ მიხედავს, საჭიროა ისეთი ადამიანი, ვინც მიხედავს ბავშვებს. სულდამდე 10 კილომეტრია, კარწახამდე უფრო მეტი. მძღოლი ხომ მიხედავს ბავშვებს. მანქანაში ვიღაცამ უნდა მიხედოს. აქ ააშენონ, სხვაგან ერთი ბავშვისთვისაც კი აშენებენ, 50 ოჯახი გვყავს, სკოლაში 80 მოსწავლეა“, – ამბობს სამველ მკრტჩიანი.
საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, ბავშვების სხვა ბაღებში გადაყვანა შესაძლებელია, თუ იქნება მშობლების განცხადება. ხავეთელი ბავშვები სოფელ კარწახში მდებარე საბავშვო ბაღშია შესაძლებელი.
„კარწახის საბავშვო ბაღი ორი ჯგუფისთვისაა, მაგრამ ერთია გახსნილი, სულდაში ადგილი არ არის, სულდას საბავშვო ბაღში სამი ჯგუფი და 95 ბავშვია”.
ანაიდა ასატურიანის თქმით, მშობლების სურვილის შემთხვევაში, ხავეთიდან კარწახში ბავშვების ტრანსპორტირებას შეძლებენ მომავალ წელს, წელს კი ტრანსპორტს ვეღარ გამოყოფენ.