დროა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ საჭირო პრიორიტეტები შეასრულოს – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.
“მივესალმები ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ დღევანდელ განცხადებას. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი. ახლა დროა, კონკრეტულად შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის განსაბლოკად”, – წერს მიშელი.შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს გაერო-ს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა.