მკვლელობა მოხდა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია ორი ადამიანი.
როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. თავად თავდამსხმელი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.
გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ვინაიდან ბრალდებული აქტიური პოლიციელია, გამოძიებას სხვა საგამოძიებო ორგანო – სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.