გამყრელიძე – პირი რომელიც არ იყო გატესტილი აისახება ბაზაში მწვანე პასპორტისთვის

გამყრელიძე – პირი რომელიც არ იყო გატესტილი აისახება ბაზაში მწვანე პასპორტისთვის

პირი, რომელიც არ იყო გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და კავშირი ოჯახის ექიმთან, აისახება ბაზაში მწვანე პასპორტისთვის ან მოგზაურობისთვის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძემ უპასუხა კითხვას, თუ უსიმპტომო ადამიანი არ დაიტესტება, ბაზა ასახავს თუ არა, რომ მან გადაიტანა კორონავირუსი.

„სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი – თუ პირი არ იყო გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემდეგ შესაბამისად აისახება ბაზაში მწვანე პასპორტისთვის ან მოგზაურობისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე