ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცოტა ადრე შეაჯამა ერევნის უხუცესთა საბჭოს 17 სექტემბრის არჩევნების წინასწარი შედეგები. არჩევნებში მონაწილე 14 პოლიტიკური ძალიდან ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა ვერ მიიღო. ცესკოს თავმჯდომარემ ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა წარმოადგინა 13 პარტიისა და ერთი პარტიული ბლოკის ხმები.
პარტია „საზოგადოებრივი ხმა“ – 22431 ხმა, ანუ 9,68%.
პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“ – 75 463 ხმა, ანუ 32,57%.
პარტია „სამართლიანი სომხეთი“ – 2595 ხმა, ანუ 1,12%. პარტია „გამარჯვება“ – 3959 ხმა, ანუ 1,71%.
პარტია „სამშობლოს ძალა“ – 1706 ხმა, ანუ 0,74%.
სომხეთის ევროპული პარტია – 2572 ხმა, ანუ 1,11% ეროვნული პროგრესი – 43 765 ხმა, ანუ 18․89%.
პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“ – 780 ხმა, ანუ 0,34%.
პარტია „რესპუბლიკა“ – 26236 ხმა, ანუ 11,32%.
პარტია „ერთიანი სომხეთი“ – 1282 ხმა, ანუ 0,55%. პარტია „ნათელი სომხეთი“ – 4174 ხმა, ანუ 1,80%.
პარტია დემოკრატიული მიტინგი – 2348 ხმა, ანუ 1,01% პარტია „ქვეყანა სიცოცხლისთვის“ – 8425 ხმა, ანუ 3,64%.
ბლოკი „დედა სომხეთი“ – 35739 ხმა, ანუ 15,43%.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 824 316-ია, საიდანაც კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 234 436 ადამიანმა, ანუ უფლებამოსილი მოქალაქეების 28,44%-მა.
შეგახსენებთ, რომ პარტიებისთვის ბარიერი არის 4%, პარტიული ბლოკებისთვის – 6%.
ამრიგად, წინასწარი შედეგებით, პროცენტული ბარიერი ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა: „საზოგადოებრივი ხმა“, „სამოქალაქო ხელშეკრულება“, „ეროვნული პროგრესი“, „რესპუბლიკა“ და პარტიული ბლოკი „დედა-სომხეთი“.
დღეს 12 საათზე ხელახალი დათვლის შესახებ განცხადებების მიღება დაიწყება, ამიტომ ზოგიერთ უბანზე შესაძლოა ჩატარდეს ბიულეტენების ახალი დათვლა, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს კენჭისყრის საბოლოო შედეგებზე.