2023-2024 სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილები პირველკლასელების მსგავსად, მე-2 კლასის მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო გახდება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების მიხედვით, მე-2 კლასის მოსწავლეებს ჭადრაკის გაკვეთილები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საჯარო სკოლებში ჩაუტარდებათ.

ცნობისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, პირველად, პირველკლასელთათვის ჭადრაკის სავალდებულო საგნად შესწავლა 2022-2023 სასწავლო წელს გახდა შესაძლებელი. შესაბამისი გადაწყვეტილება მაშინდელმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო. 2023-2024 სასწავლო წელს კი ეს პროგრამა ფართოვდება და ჭადრაკს მე-2 კლასელებიც სავალდებულო საგნად შეისწავლიან.