ადამიანის თვალი ძალიან რთული ორგანოა, ის შედგება დიდი რაოდენობით ელემენტების, ლიგატებისა და ნერვებისაგან, რომელთაგან თითოეული შეიძლება სხვადასხვა დაავადებით დაავადდეს. დღევანდელ სამყაროში ბავშვებიდან დაწყებული მოზრდილებამდე იყენებენ ტელეფონებს, კომპიუტერებს და საათობით უყურებენ ეკრანებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მრავალი პრობლემა.
როდის მივმართოთ ოფთალმოლოგს და როგორ მოვუაროთ თვალებს, გვირჩევს ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის ოფთალმოლოგი გალია ავაკიანი. ექიმი დაჟინებით გირჩევს წელიწადში ერთხელ მაინც ოფთალმოლოგიურ გამოკვლევის ჩატარებას. გვირჩევს, დავასვენოთ თვალები კომპიუტერთან მუშაობისას და გამოვიყენოთ A, B და C ვიტამინების შემცველი პროდუქტები.
ოფთალმოლოგი ამბობს, რომ კონიუნქტივიტი და კატარაქტა ყველაზე ხშირად მოზრდილებში შეიმჩნევა, ახლა ხშირია თვალის სიმშრალის სიმპტომი, რომელიც ძირითადად ეკრანებთან კონტაქტით არის გამოწვეული, ბავშვებში კი მხედველობის დაბინდვა, კონიუნქტივიტი, რომელიც ჩნდება, როდესაც ბავშვი იმყოფება ბავშვების ჯგუფში, რადგან ეს დაავადება გადამდებია.