კოკისპირულმა წვიმებმა, რომლებიც უკვე ორი დღეა უწყვეტლად მოდის, სოფელი დიდი გონდურას გზა და მდელოები დატბორა, გადმოგვცემს რადიო ნორი.

FB-ის მომხმარებლის არმენ ოვსეფიანის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დაფარა წყალმა მდელოები და საძოვრები, ისევე როგორც გონდურაში მიმავალი გზის ნაწილი.

ასევე სოფელი დილიფის მცხოვრების თქმით, წვიმის წყალმა კარტოფილისა და ქერის სათესი მიწები დატბორა. მოსახლეობა ამჟამად წყლისათვის არხების გაყვანაზე მუშაობს.

სოფელი დილიფის ვიდეოს FB-ის მომხმარებელი ბაგრატ გრიგორიანი ავრცელებს.