ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხანჩალში, დაახლოებით 14:00 საათზე, გასათბობი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 75 წლის ქალი, ნ.ა დაიღუპა.
წყაროს ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გამოიწვია უსაფრთხოების ზომების დარღვევამ. კერძოდ, გათბობის სისტემის გამაფართოებელი ავზის ონკანი დაკეტილი იყო, წნევის მომატების შედეგად ავზი აფეთქდა, რაც სოფელ დიდ ხანჩალის მცხოვრების ნ.ა.-ს დაღუპვის მიზეზი გახდა.
შემთხვევის ადგილზე საქართველოს შსს-ს ექსპერტები მუშაობენ.