ნინოწმინდის საბავშვო ბაღების ასოციაციის “გაფლანგვის” საქმეში ერთ -ერთმა ბრალდებულმა, ნარინე გინოსიანმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ბრალდებულების სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღეს.
“სასამართლო მოვიგეთ!!!!!!”,- ამ სიტყვებით დაიწყო ნარინე გინოსიანის სტატუსი:
ანჟელა ფუთულიანის დევნის მიუხედავად, ყველა სტრუქტურაში, დაწყებული ყოფილი დეპუტატი ანზელ მკოიანიდან, საკრებულოს თავმჯდომარესა და მისი წარმომადგენლებთნ, მათი უსაფუძვლო ბრალდებებიდან 3 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ფინანსური პოლიციის დევნისა და დაკითხვისგან, რომელმაც არაფერი მოუტანა გამოძიებას, სასამართლო პროცესის, რომელიც 2 წელზე მეტხანს გაგრძელდა, ჩვენ გავიმარჯვეთ”.
აღნიშნული საქმე გასული წლის 19 ივლისს ფინანსურმა პოლიციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების მითვისების ფაქტზე დაიწყო. ნინოწმინდის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორს ნირინე გინოსიანსა და ასოციაციის ბუღალტერს ანჟელიკა ფუთულანს ბრალი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 -ე მუხლით წაუყენა, რაც „მითვისებას ან გაფლანგვას“ გულისხმობს. საქმის მასალების მიხედვით, მათ ბრალად 9000 ლარამდე თანხის მისაკუთრება ან გაფლანგვა ედებოდათ.
შეგახსენებთ, რომ ეს საქმე რეზონანსული იმის შემდეგ გახდა, რაც ნარინე გინოსიანმა დეპუტატი ენზელ მკოიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და სისხლის სამართლის საქმე აღძვრა ინტიმურ ურთიერთობაზე უარის თქმით გამოწვეულ რეაქციაზე. ახალქალაქისა და ნინოწმინდის პარლამენტის დეპუტატმა შევიწროების ბრალდება უარყო და ამას ბინძური პოლიტიკური ნაბიჯი უწოდა. ნარინე გინოსიანის განცხადების შემდეგ ის რაიონულ პროკურატურაში დაკითხეს, მაგრამ მისმა ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვა მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა პროკურატურას მიმართა. თუმცა, პროკურატურამ სექსუალური შევიწროების საქმე არ გახსნა.