მულტფილმები დიდ გავლენას ახდენენ ადამიანების ცხოვრებაზე; სოფელ ჯიგრაშენიდან არმინე ეზეკიანს ცხოვრებისეული ინტერესები და მომავალი პროფესიაც კი განუსაზღვრა. მულტფილმების წყალობით მან ბავშვობაში არაბულას საუბარი დაიწყო, ახლა კი ლინგვისტ-თარჯიმანი სურს გახდეს და ცხოვრება ამ ენას მიუძღვნას.
არმინემ არაბულად საუბარი 9-10 წლის ასაკში დაიწყო. პირველი, ვინც ახალი უნარი შეამჩნია ბებია იყო, ვინც გოგონაში ნიჭის განვითარება დაიწყო. მულტფილმის წყალობით, რომელსაც ხშირად აჩვენებდნენ ტელევიზიით, დაიმახსოვრა რამდენიმე ფრაზა და დაიწყო მათი გამეორება.
„არაბული განძრახ არ მისწავლია; ერთი მულტფილმი იყო, ტელევიზორში ყოველთვის აჩვენებდნენ, 9-10 წლიდან ვუყურებდი და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არაბული 60-70% ვიცი, თავისუფლად შემიძლია ხალხთან საუბარი, მაგრამ ჯერ წერა-კითხვა არ შემიძლია“, – ჰყვება არმინე.
აღიარებს, რომ რომ არა ეს მულტფილმი, ის დაკმაყოფილდებოდა იმ ენებს, რომლებსაც სკოლაში ასწავლიან.
ნელ-ნელა არმინეს ბავშვობის ჰობი მიზნად გარდაისახა და გადაწყვიტა თავისი ცხოვრება ლინგვისტიკასთან დაეკავშირებინა. არმინეს სურს არაბულ და ინგლისური ენებში მომზადება გაიაროს.
„როცა ბებიამ პირველად შენიშნა, რომ არაბულად ვლაპარაკობდი და ჩემ გადასაღებად მოვიდნენ, ენებისადმი სიყვარული გამიმძაფრდა. თავისუფლად ვლაპარაკობ ინგლისურად. მინდა გავხდე ლინგვისტი-მთარგმნელი და წავიდე დუბაიში და რატომაც არა, ვიპოვო ჩემი საყვარელი საქმე“, – გვიზიარებს გოგონა.
არმინეს სურს სწავლა სომხეთში გააგრძელოს, რადგან სომხეთი მისთვის უფრო ძვირფასია. ამასთან, ქართული ენის ცოდნის დონე საშუალებას არ აძლევს სწავლა საქართველოში გააგრძელოს.
ამჟამად, სკოლაში დაკავებულია და დამატებითი გაკვეთილები არმინეს საშუალებას არ აძლევს ენის შესწავლას მეტი დრო დაუთმოს, თუმცა თავის განზრახვა მტკიცედა აქვს გადაწყვეტილი და გაკვეთილების განახლებას გეგმავს. არაბულის გარდა სერიალების დახმარებით ჩინურად საუბარი დაიწყო, მაგრამ ჯერ ახალი ენების ათვისება არ სურს:
„არაბულის დონის ამაღლებას ვგეგმავ. არ მინდა ახალი ენების დაწყება, რათა არაბულზე მეტი ყურადღება გავამახვილო “.
ენის შესწავლის შემდეგ ინტერესი არაბული კულტურის მიმართაც გაუჩნდა და ახლა არმინეს სურს კიდევ უფრო მეტად გაიცნოს არაბული ქვეყანა, ცხოვრების წესი და სტილი. ამ გადაწყვეტილებაში გოგონას მშობლებიც მხარს უჭერენ.
„მშობლები მხარს მიჭერენ, როგორც პროფესიის, ასევე სწავლის მხრივ“.
არმინე 15 წლისაა, მაგრამ უკვე გადაწყვეტილი აქვს ცხოვრებისეული მიზნები და შეძლო საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. ახალგაზრდებს ურჩევს, გამოსცადონ თავი სხვადასხვა სფეროში, თუმცა აღნიშნავს, რომ გაუმართლა, რადგან ის ნიჭი, რომელიც შეიძლებოდა გამოუცნობი დარჩენილიყო შემთხვევით აღმოაჩინა.