უწყების ცნობით, 50 წლის ინსტრუქტორის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევაა.
“2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
თავდაცვის სამინისტრო… გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს”, — დასძენს უწყება.
3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელსაც სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე გრძელდება ადამიანთა სამძებრო სამუშაოები.