ახალქალაქში სამუშაო ვიზიტით ომბუდსმენი ჩამოვიდა

24 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პირველი სამუშაო ვიზიტით ახალქალაქში იმყოფებოდა.

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ახალქალაქში, სახალხო დამცველის ოფისში ახალქალაქიდან და ახალციხიდან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე, სხვა ქვეყნებზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე, სკოლებში უსაფრთხოებისა და აღჭურვილობის შესახებ.

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლითაც ადამიანები მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს – მოხუცებისთვის მოქალაქეობის დაბრუნება, ოჯახში ძალადობა. ისაუბრეს რეგიონიდან მიგრაციაზე და იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ შშმ პირები.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე წარმოადგინეს თავიანთი კვლევები რეგიონში კორუფციის, მუნიციპალიტეტების არათანაბარი დაფინანსების, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ხარვეზებზე, ქალთა მონაწილეობასა და აქტიურობაზე, ისაუბრეს ქვეყანაში დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე ყველა სფეროში და მრავალ სხვაზე.

ამის შემდეგ ომბუდსმენი ადგილობრივ ხელისუფლებასაც შეხვდა. ანალოგიური შეხვედრა გაიმართა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან. საქართველოს სახალხო დამცველი რეგიონში ვიზიტის პროგრამაში აღნიშნავს შეხვედრას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებთან. რეგიონში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ლევან იოსელიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალესაც ეწვევა.