24 აგვისტოს, 17:15 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, ბიძგების სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.
ცენტრის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 54 კმ-ში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გორასთან ახლოს (1 კმ-ში) იყო.
ამ ეტაპზე არ ვრცელდება ნგრევის შესახებ ინფორმაცია.