ახალქალაქში მოწამვლის შემთხვევები გახშირდა. ეპიდემიოლოგები ირწმუნებიან, რომ მათი რიცხვი ჩვეულებრივზე არც მეტია და არც ნაკლები. უბრალოდ ზაფხულში უფრო ხშირად მოწამვლის მიზეზი კვების პროდუქტები ხდება.
კონკრეტული სტატისტიკა, რამდენი მოწამვლა დაფიქსირდა 8 თვის განმავლობაში, არ არსებობს, თუმცა, ეპიდემიოლოგის გაიანე ფიდანიანის თქმით, მოწამვლის მიზეზები ყოველწლიურად ერთი და იგივეა.
„ძირითადად ხილისა და კრემოვანი ნამცხვრები, რომლებსაც ინახავენ მაცივრის გარეთ და შემდეგ მიირთმევენ. ასევე, მოწამვლის მიზეზი შეიძლება იყოს სეზონური ხილი, ანუ ისეთი ხილი, როგორიცაა საზამთრო, ნესვი ან სხვა. ასევე, მოწამვლის მიზეზი შეიძლება იყოს სოკოს გამოყენება საკვებში, რომელიც არასაკმარისად არის მოხარშული. შემოდგომაზე მოწამვლის შემთხვევები ნაკლები იქნება“, – ამბობს გაიანე ფიდანიანი.