მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მამა ილია ნასიძე მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენა.

სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო. წირვის დასრულების შემდეგ მამა ილია ნასიძე შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცა და ტრადიციული ქადაგებით მიმართა.

ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.