ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები, მეჩვიდმეტე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.