არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TIG) მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებული ბიულეტენით, 2023 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 453 336 ლარის შემოწირულება მიიღეს, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა – 218 300 ლარი პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მიიღო.

108 000 ლარით, პოლიტიკური შემოწირულებებით მეორე ადგილაზეა „ქართული ოცნება“. შემდეგ მოდიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 90 790 ლარით; „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 9 500 ლარით და „კონსერვატიული მოძრაობა“ 6 550 ლარით.