13.10.2020
ნახვები: 536 |
ავტორი:
Agunik Ayvazyan
დღეს, 13 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან ერთი ახალქალაქშია, ხოლო ორი – ახალციხეში.
ამჟამად ახალქალაქის რაიონში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. 84 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.
კორონავირუსის ახალი შემთხვევა, რომელიც დღეს ახალქალაქის ერთ-ერთ სოფელში აღმოჩნდა, ამ დრომდე დაზუსტების პროცესშია.
ჯანმრთელობის საზოგადოებრიცი ცენტრის მონაცემებით, ახალ შემთხვევას ახალქალაქში დაფიქსირებულ წინა შემთხვევებთან საერთო არაფერი აქვს.
ნინოწმინდაში სულ, კორონავირუსით ინფიცირების 14 შემთხვევაა დარეგისტრირებული, 8 – ახალციხეში, 28 – ადიგენში, 2 – ასპინძაში და 9 – ახალქალაქში. კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სამცხე-ჯავახეთში დღესდღეობით 61 -ს შეადგენს.