ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ტკიპას ნაკბენი თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა. ამასთან ერთად ხალხში მატულობს შიში და პანიკა. თუმცა, ექიმი ეპიდემიოლოგი გაიანე ისპირიანი მოგვიწოდებს სიმშვიდისაკენ, საჭიროა ყურადღებით ყოფნა და ექიმთან დროულად მისვლა, არ შეიძლება ტკიპას დამოუკიდებლად მოშორება.
ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში Jnews-თვის ტკიპას ნაკბენის 3-4 შემთხვევა გახდა ცნობილი. ამასთანავე პარაზიტის «მსხვერპლნი» ხშირად ხდებიან ბავშვები, რომლებიც ეზოში ან ცხოველებთან ბოსელში თამაშობენ. ჯერჯერობით ამ ყველა შემთხვევამ გართულების გარეშე ჩაიარა.
Jnews-მა ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა მასალა ახალქალაქში ტკიპას ნაკბენის გახშირებისა და ლეტალური დასასრულის მქონე შემთხვევის შესახებ.
ტკიპას გახშირებული ნაკბენი და ლეტალური შემთხვევები: როგორ დავიცვათ თავი
როგორ დავიცვათ თავი და რა გავაკეთოთ Jnews-მა წინა სტატიაში წარადგინა. ტკიპას ნაკებენის გახშირებასთან ერთად მოსახლეობაში მატულობს პანიკა. ბავშვის კანზე ან საკუთარ თავზე ტკიპას დანახვისთანავე, შიშისგან მის მოშორებას იწყებენ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება.
«უპირველეს ყოვლისა, ტანიდან დამოუკიდებლად მოშორება არ შეიძლება, რადგან მისი მთლიანად მოშორება შეუძლებელია, ტკიპა ძლიერად ეწეპება კანს. აუცილებელია ექიმითან დროულად მისვლა. შიში არ არის საჭირო, თუ დროულად უმკურნალებ, ადამიანი განიკურნება. ხოლო თუ ექიმს დაგვიანებით მიმართავთ, სიკვრილიანობა 2%-დან 50%-მდე შეადგენს»,- ამბობს გაიანე ისპირიანი.
ეპიდემიოლოგის თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაიწყო ადამიანმა მკურნალობა, რა სახის პირველადი სამედიცინო დახმარება მიიღო და რა თავისუბურებები გააჩნია ორგანიზმს.
ექიმთან ჩვენი ვიზიტის დროს იქ 5 წლის პატარა პაციენტი მოიყვანეს, რომელსაც ტკიპამ 9 დღის წინ უკბინა. გოგონას თავზე ტკიპა მშობლებმა აღმოაჩინეს, მათ შიშისგან პარაზიტი მოაშორეს და ნაკბენი დაუმუშავეს. მაგრამ ტკიპას თავი გოგონას კანქვეშ დარჩენილიყო. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ქირურგმა დარჩენილი ნაწილები მოაშორა და ნაკბემის ადგილი დაამუშავა. გოგონა ზოგჯერ თავს შეუძლოდ გრძნობს, ტემპერატურა 37.5 °C-მდე ადის. მშობლები განიცდიან, ფიქრობენ, ეს შეიძლება ნაკბენით იყოს გამოწვეული. ისინი ვირუსზე გოგონას სისხლის შემოწმებას აპირებენ.
ეპიდემილოგი გაიანე ისპირიანი თვლის, რომ ტკიპა შეიძლება ვირუსული არ ყოფილიყო, რადგან ტკიპას ნაკბენის დროს ტეპმერატურა მაშინვე 39-40 °C-მდე იწევა, ხოლო 37.5 °C ტემპერატურა შეიძლება სხვა დაავადებასთან იყოს დაკავშირებული.
ეპიდემილოგი გვირჩევს, კანიდან მოშორებული ტკიპა არ გადავაგდოთ.
«ყველა ტკიპა ვირუსული არ არის, შეიძლება ტკიპას ვირუსზე სინჯის გაკეთება და გარკვევა, ვირუსილი იყო ის, თუ უსაფრთხო. ამ გოგონას მშობლებს ის რომ შეენახათ, ჩვენ მაშინვე გავაგზავნიდით სინჯზე და საინკუბაციო პერიოდის დასრულებამდე გვეცოდინებოდა და არ ვინერვიულებდით. შესაძლოა ეს ტკიპა არ იყო ვირუსული, რადგან ბავშვის 38°C-მდე ტემპერატურა მხოლოდ პირველ დღეს აიწია »,- თქვა ეპიდემილიგმა.
მისი თქმით, ყოველწლიურად ქირურგები ხალხის კანიდან დაახლოებით 50 ტკიპას აშორებენ. ტკიპას სეზონი იწყება გაზაფხულზე, აპრილიდან და ოქტომბრამდე გრძელდება.
გარდა იმისა, რომ ტკიპა არის ტყეებში, ეს პარაზიტი ხშირად ცხოველებზე ცხოვრობს. 5 წლის გოგონას ბოსელში ხბორებთან და ცხენებთან თამაში ძალიან უყვარდა. მშობლები ფიქრობენ, რომ ტკიპა ბავშვზე ცხოველიდან გადავიდა.
ეპიდემიოლოგი აღნიშნავს, რომ ტკიპას გავრცელებისათვის უფრო სახიფათოა ცხოველები, ვიდრე ტყე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში იქსოდური ტკიპაა გავრცელებული. ის ბინადრობს ტყეში, ასევე იქ, სადაც ბევრი ხეა, უყვარს სინესტე და ხშირად ცხოველის კანზე ბინადრობს. დაავადებას, რომელიც ადამიანს ტკიპას ნაკბენისგან გადაეცემა, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ციებ-ცხელება ეწოდება და ვირუსულ დაავადებად ითვლება.