ბოლო დროს იქსოდური ტკიპას კბენის უფრო მეტი შემთხვევა დარეგისტრირდა, როგორც ახალქალაქში, ასევე მთელ სამცხე-ჯავახეთში. ახალქალაქში ლეტალური დასასრულის მქონე შემთხვევაც იყო. როგორ დავიცვათ თავი, როგორ აღმოვაჩინოთ და რა უნდა გავაკეთოთ.
2020 წლის აპრილში ახალქალაქში 23 წლის ახალგაზრდა ტკიპას ნაკბენით ინფიცირების შედეგად, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაიცვალა. მაისში იგივე ინფექციით ადიგენის მცხოვრები განიკურნა. გასული, 2019 წლის ბოლოს ასპინძაში ტკიპას ნაკბენისგან კიდევ ერთი ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა.
სამცხე-ჯავახეთში 2018 წელს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ციებ-ცხელების 7 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 2019 წელს-2, ხოლო 2020 წლის 5 თვის განმავლობაში 2 შემთხვევა დადგინდა, მათგან ერთი ლეტალური.
დღესდღეობით მეცნიერებისათვის ტკიპას 48 ათასი სახეობა არის ცნობილი. უმეტესობა მათგანი გამოკვლეული არ არის და ყოველ წელს მეცნიერები ახალ ჯგუფებს ნახულობენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში იქსოდური ტკიპაა გავრცელებული. ის ბინადრობს ტყეში, ასევე იქ, სადაც ბევრი ხეა, უყვარს სინესტე და ხშირად ცხოველის კანზე ცხოვრობს. დაავადებას, რომელიც ადამიანს ტკიპას ნაკბენისგან გადაეცემა, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ციებ-ცხელება ეწოდება და ვირუსულ დაავადებად ითვლება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში იქსოდური ტკიპას ნაკბენის შემთხვევები გახშირდა, თუმცა რაიონულ საავადმყოფოში ოფიციალურად დაფიქსირებულია მხოლოდ სამი შემთხვევა. სოფელი ოლავერდისა და კოთელიის მცხოვრების შემთხვევებში ვირუსი არ დამტკიცდა, ხოლო სოფელი გოგაშენის 23 წლის ახალგაზრდა ადამიანისათვის ტკიპას ნაკბენი სასიკვდილო გახდა. სისხლის ინფიცირებისგან ახალგაზრდა ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ ბევრი ტკიპას ნაკბენის შემდეგ საავადმყოფოს არ მიმართავს.
ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი გაიანე ფიდანიანი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში მწერის ნაკბენის შემთხვევები გახშირდა, ასევე ამბობს, რომ იქსოდური ტკიპა ჩვენთან მუდამ იყო.
«მოსახლეობა ახლა უფრო მეტად არის ინფორმირებული. როდესაც მეტი იცი, შიშიც მატულობს. დაავადება იკურნება, თუკი დროულად მიმართავ ექიმს. კბენის შემთხვევაში ვირუსი სისხლში ვრცელდება და მას ცვლის»,- ამბობს გაიანე ფიდანიანი.
ექიმი გვირჩევს, ტკიპა კანიდან დამოუკიდებლად არ ამოვიღოთ.
«მაშინვე უნდა მიმართო ექიმს, დამოუკიდებლად ამოღებისას შეიძლება დარჩეს ნაწილები, მისი სისხლი ადამიანის სისხლში ირევა. ნაკბენი შეიძლება სასიკვდილო იყოს, თუ დროულად არ უმკურნალე. ტკიპას მოშორების შემთხვევაში ვირუსი ორგანიზმში მაინც რჩება. აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ და მაღალი სიცხეების შემთხვევაში ექიმს მივმართოთ»,- ამბობს ეპიდემიოლოგი.
საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდე გრძელდება. ვირუსის ეჭვის ან საერთოდ კბენის დროს საინკუბაციო პერიოდის შემდეგ აუცილებელია ლაბორატორიული, ბაქტერიოლოგიური კვლევა, რადგან კვლევა აღგზნებადობას მაშინვე არ აჩვენებს. სამწუხაროდ ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში მსგავსი ბაქტერიოლოგიური კვლევები არ კეთდება. კეთდება ახალციხეში ან თბილისში.
ძირითადი სიმპტომები. დაავადება სხეულის მოულოდნელი კანკალით იწყება, შეიძლება ტემპერატურა 40 გრადუსამდე ავიდეს, ასევე კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ძლიერი თავისტკივილები, წელისა და მუცლის ტკივილი, ღებინება, გამონაყარი ტანზე, მაღალი წნევა. ეპიდემიოლოგის თქმით, მაღალი ტემპერატურის მე-2 ან მე-6 დღეს შეიძლება სისხლდენა დაიწყოს.
ყურადღებაა საჭირო, დამოუკიდებლად მკურნალობა არ შეიძლება. გაიანე ფიდანიანი გვირჩევს, ტყეში სიარულისას ჩავიცვათ ისეთი ტანსაცმელი, რომ მთლიანი ტანი დავფაროთ, შარვლის ტოტები წინდებში ჩავაყოლოთ, დავიფაროთ ქუდი ან კაპიშონი, სახლში დაბრუნებისას ტრანსამცელი გავიხადოთ და დავფერთხოთ, რადგან ტკიპა ტანსაცმელს ეწეპება.
ინფექციური ვირუსით დაავადება ტყეში და ქალაქგარეთ სიარულის გარეშეც არის შესაძლება. ტკიპა შეიძლება ყვავილებს, ტოტებს ან ცხოველს მოჰყვეს კანზე.
ტკიპა აინფიცირებს არა მხოლოდ ადამიანს, არამედ გარეულ და შინაურ ცხოველებს და ფრინველებს. განსაკუთრებული რისკის ჯგუფში ძაღლები და ძროხები არიან, მათ გასეირნებისას ტკიპა ბეწვზე ეკრობათ.
ვირუსი ტკიპაში მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება და თაობიდან თაობებს გადაეცემა.