ავსტრიაში საქართველოს ელჩი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„ვენაში ახალი ელჩი გვეყოლება, ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც სახელმწიფო მინისტრი გახლდათ და ვფიქრობ, მისი გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.