ახალქალაქელი სპორტსმენები 2023 წლის პანსომეხური თამაშების საუკეთესო სომეხი სპორტსმენის ტიტულისთვის აგრძელებენ ბრძოლას. მკლავჭიდის შედეგების მიხედვით, ახალქალაქის გუნდს უკვე აქვს ვერცხლის მედალი – 8 აგვისტოს მძიმე ბრძოლაში არმენ კევნაკსზიანმა საპატიო მეორე ადგილი დაიკავა.

70-90 კილოგრამ წონით კატეგორიაში არმენ კევნაკსზიანი მიზანმიმართულად გავიდა ფინალში, ფინალურ ეტაპზე კი მსოფლიოს, ევროპისა და AMC-ის ჩემპიონ არმან ჰოვანნისიანს შეებრძოლა.

„ძალიან რთული იყო, რადგან წონაში სხვაობა 5 კგ უნდა ყოფილიყო, მაგრამ 20 კგ სხვაობით გააკეთეს და მეტოქეები ჩემზე ბევრად მძიმეები იყვნენ, რაც ართულებდა, პლუს იყვნენ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები, მეორე ადგილიც არ არის ცუდი შედეგი“, – ამბობს არმენ კევნაკსზიანი.

ამ წონით კატეგორიაში მთელი მსოფლიოდან 37 სპორტსმენი ასპარეზობდა.

363860151_306142731924046_34965666728058985_n

ახალქალაქის ნაკრები პანსომხურ თამაშებში მონაწილეობას განაგრძობს. სპორტსმენებმა ცურვის შეჯიბრებები გამოტოვეს. 3 მოჭადრაკე აგრძელებს ბრძოლას. გამარჯვების იმედი აქვთ ფეხბურთის, ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთის და სირბილის გუნდებსაც.

დღეს პანსომხურ თამაშებშუ გამოდიან ჩვენი მოჭადრაკეები და ფეხბურთის ნაკრები.