3 აგვისტოს, თბილისში, ჰოვანეს თუმანიანის საფლავის ქვაზე, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს არმენ ბაიანდურიანს მედალი “თუმანიან-150” გადაეცა.

„ჩვენ ვუმასპინძლეთ საგანმანათლებლო და კულტურული საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ხელოვნებათმცოდნეს” დელეგაციას. “ხელოვნებათმცოდნე” არასამთავრობო ორგანიზაციამ სომხურ-ქართული კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი დააჯილდოვა “თუმანიან-150” მედლით“, – ნათქვამია თეატრის Facebook გვერდზე.

Jnews-თან ინტერვიუში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა თქვა შემდეგი:

„სომხეთის რესპუბლიკაში ვანაძორში მოქმედი საგანმანათლებლო და კულტურული საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ხელოვნებათმცოდნე“-მ დამაჯილდოვა, რომელიც აჯილდოვებს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ როლს ხელოვნებაში და ხელს უწყობენ მის განვითარებას.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჯილდო სასიამოვნოა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სომხურ-ქართული კულტურა გადავიდა ახალ ეტაპზე, რაც თავის შედეგს გამოიღებს, რადგან მოვიდა ახალი თაობა, რომელიც მჭიდროდ დააკავშირებს ორი ქვეყნის კულტურებს. დაჯილდოების ცერემონიალი თუმანიანის საფლავის ქვაზე შედგა და ეს გვავალდებულებს, სომხურ და ქართულ კულტურას ვემსახუროთ“.

აღსანიშნავია ისიც, რომ “თუმანიან-150” მედალი გადაეცათ რუბენ მათევოსიანს, ტოვმას პოღოსიანს, ჰოვანეს ჩეკიჯიანს და სხვებს.

ჯილდოს შესახებ დადგენილებას ხელი მოაწერეს საგანმანათლებლო და კულტურული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხელოვნებათმცოდნეების“ პრეზიდენტმა, დამსახურებულმა პროფესორმა ივან ანტონიანმა და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვანდოს კარაგიოზიანმა.