შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შტურმის დროს ადმინისტრაციული წესით 21 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის არის პოლიტიკოსი გიორგი ბარამიძე. ის მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს. ბარამიძე ამ დროისათვის [11:15] ენმ-ის ოფისში დაბრუნდა.
შსს-მ ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისის შტურმი დღეს, 23 თებერვლის დილას დაიწყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.
მასალა: https://netgazeti.ge/