საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად დოლარის ღირებულებამ 2.6433 ლარი შეადგინა. ყოფილი კურსი 1 აშშ დოლარზე 2,6491 ლარი იყო.
შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში
0,0058 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9060 ლარია. ყოფილი კურსი იყო 2.9516. ლარის ოფიციალური კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0,0456 ლარი შეადგინა.