რუსული ბანკი “უნისტრიმი”, რომელიც ამავე სახელწოდების გადახდის სისტემის ოპერატორია, აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა, რის გამოც არაერთმა ბანკმა საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთში, მოლდოვაში და სხვა ქვეყნებში უნისტრიმთან მუშაობა შეაჩერა. Jnews-მა იკითხა, განაგრძობს თუ არა ფუნქციონირებას ”უნისტრიმი” გადახდის სისტემას ახალქალაქში, რომელ ბანკებში და მის გარდა სხვა გადახდის სისტემები ფუნქციონირებს თუ არა.
ლიბერთის, საქართველოს ბანკის, თიბისი, კრედო ბანკისა და რიკოს ბანკების თანამშრომლების თქმით, ამ ბანკებში “უნისტრიმის” მეშვეობით გადარიცხვები 4-5 დღეა არ მუშაობს და ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ გადახდის სისტემა ოდესმე იმუშავებს. მათ, ვინც უკვე გაგზავნეს გადარიცხვები, შეუძლიათ უკან გამოიტანონ ისინი. ჩამოთვლილ ბანკებში გადახდის სისტემები “Золотая корона” და “Контакт” ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ფულადი გზავნილების საგადახდო „უნისტრიმი“ სისტემით საქართველოში შემოვიდა 762 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, მთელი გასული წლის განმავლობაში – მილიარდ დოლარზე მეტი. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
2022 წელს “უნისტრიმმა” საქართველოში ყველა ფულადი გზავნილების დაახლოებით 23% შეადგინა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ის ლიდერი გახდა ტრანსფერებში 32%-იანი წილით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში ტრანსფერებისთვის ასევე პოპულარულია “Золотая корона» (2022-2023 წლებში $1,6 მილიარდზე მეტი) და “Ria” (915 მილიონი დოლარი) სისტემები.
2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ივნისამდე საქართველოს მიერ მიღებული 6,7 მილიარდი დოლარიდან, დაახლოებით 47% (3,192 მილიარდი დოლარი) რუსეთს შეადგენს.