საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი ყველა უცხოურ ვალუტასთან გაუფასურდა, გარდა სამისა. 100 რუსული რუბლი 17 თეთრზე მეტით გაძვირდა. აშშ დოლარიც გაძვირდა, მაგრამ მხოლოდ 0,5 თეთრით.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:
1 დოლარი – 3.0384 ლარი
1 ევრო – 3,1982 ლარი
100 რუბლი – 4,5346 ლარი
ახალქალაქის კერძო გადამცვლელ პუნქტებში 5 მაისს დილით 1000 რუბლის ყიდვა 42 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 39 ლარად. 100$ ყიდვა 304 ლარად, გაყიდვა 303,5 ლარად.
ლარის დღევანდელი კურსი აჩვენებს, რომ ლარმა დაკარგა თავისი პოზიციები თითქმის ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით. მხოლოდ სომხური დრამი, შვედური ფრანკი და მოლდოვური ლეი, პირიქით, გაიაფდა და თუ ბოლო ორმა თეთრზე ნაკლები დაკარგა, მაშინ 1000 სომხური დრამი – 13 თეთრზე მეტით გაიაფთა. რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, საქართველოში ყველა უცხოური ვალუტა მაქსიმუმ 4 თეთრით, ხოლო 100 რუსული რუბლი 17 თეთრზე მეტით გაძვირდა.