ქალაქ ნინოწმინდაში, დავით აღმაშენებლის ქ. 39-ში ინვეტ ჯგუფის ახალი, რიგით 21-ე ფილიალი გაიხსნა.

ნინოწმინდის ფილიალში დღეიდან ხელმისაწვდომია:

  • ვეტერინარული პრეპარატები და ბიოპრეპარატები
  • ცხოველთა და ფრინველთა კომბინირებული საკვები და კონცენტრატები
  • ძაღლებისა და კატების უმაღლესი ხარისხის საკვები პროდუქტები
  • ზოო აქსესუარები და სასუსნავები
  • ცხოველთა მოვლის საშუალებები

ინვეტ ჯგუფი ვეტერინარიის დარგში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 22 წელია მოღვაწეობს.

2005 წლიდან კომპანია „ინვეტი“ თანამშრომლობს ფარმაცევტულ კომპანიასთან „დავათი“. შედეგად ბაზარზე ჩნდება ადგილობრივი წარმოების ახალი პროდუქტი – ვეტერინარული პრეპარატები. „ინვეტი“–სა და „დავათი“–ს მიერ წარმოებული პროდუქცია დამზადებულია ჰოლანდიურ ნედლეულზე და გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ეფექტურობით.

გარდა ამისა, 2015 წლიდან ინვეტ ჯგუფში შედის კომპანიის შვილობილი კომპანია „ინვეტ ფიდი“, რომელიც ფერმერებს სთავაზობს ფართო ასორტიმენტის კომბინირებულ საკვებსა და საკვებ დანამატებს ფრინველებისა და ცხოველებისთვის ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

პროდუცია მზადდება მეფრინველეობის, მესაქონლეობის, მეღორეობისა და მებოცვრეობის ფერმებისათვის

საწარმოში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგებით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც ოპტიმალურ ვადებში დგინდება ნედლეულისა და მზა პროდუქციის ხარისხი.