სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტი ახალქალაქია მოსახლეობისა და დასახლებული პუნქტების მიხედვით, თუმცა ეს ფაქტორები საერთოდ არ ახდენს გავლენას მუნიციპალიტეტის ხარჯებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებულ გადარიცხვაზე.თუ როგორ ანაწილებს სახელმწიფო ფინანსებს რეგიონული მასშტაბით, რა კრიტერიუმებით და საბოლოოდ რატომ მიიღება ასეთი სურათი – დეტალურად აღწერილია Jnews-ის მასალაში.
„ახალციხე რაიონული ცენტრია“, „ახალციხე უფრო მეტს იღებს, რადგან აქ ტურიზმია განვითარებული“, „რეგიონის გუბერნია მდებარეობს ახალციხეში“, ბევრი მსგავსი დასაბუთება არსებობს ახალქალაქში, როცა მსჯელობენ იმაზე, თუ რატომ არის ახალციხის ბიუჯეტი სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით მეტი. დიდი ბიუჯეტი ახალციხის მუნიციპალიტეტს აძლევს შესაძლებლობას მოწესრიგდეს და მოასფალტდეს სოფლებში მიმავალი გზები. ტრანსპორტით მუნიციპალიტეტის უზრუნველსაყოფად ან ბევრი სხვა პრობლემის მოსაგვარებლად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტს არ აქვს საშუალება. უკანასკნელი ტერიტორიით და მოსახლეობით უფრო დიდია, ბიუჯეტი უფრო ნაკლებია, ხოლო პირობები უფრო რთულია კლიმატური, გეოგრაფიული და სხვა მიზეზების გამო.
უპირველეს ყოვლისა განვმარტოთ, თუ რა შემოსავლებისგან შედგება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი დავით ლოსაბერიძე თვლის, რომ თვითონ მუნიციპალიტეტები საკუთარი ძალებით თავს ვერ ინახავენ, შედეგად სახელმწიფო აძლევს რეგიონებს შესაძლებლობას გადარიცხვების სახით, მუნიციპალური ბიუჯეტების შემოსავლების უმეტესი ნაწილი (ბორჯომის გარდა) შეადგენილია დღგ-ით, გადარიცხვა ცენტრალური ბიუჯეტით (ყოფილი ნიველირებადი ტრანსფერის ანალოგიურად).
„მუნიციპალური საკუთარი შემოსავლები კროვდება ქონებიდან (ეს არის იჯარები, მოსაკრებლები, ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობა, შემოსავლები მუნიციპალური ორგანიზაციებიდან და ა.შ.), მაგრამ ეს თანხა, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი კანონით გათვალისწინებული საქმეების შესასრულებლად. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მათ აძლევს ფულად ტრანსფერს- დღგ-ს. თვითმმართველობათა ქარტიის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციით, ცენტრალური ხელისუფლებას არ შეუძლია ავალდებულოს მუნიციპალიტეტებს რაიმე საქმის შესრულებაში,მათ მხოლოდ შეუძლიათ კანონის მიხედვით „დაკვეთონ“, მაგრამ შესაბამისად, ამისთვის გადაიხადონ”,- განმარტავს ის.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესწავლისას შეიძლება დავასკვნათ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში ყველაზე მეტი შემოსავალი ახალციხის მუნიციპალიტეტს აქვს.
ბიუჯეტის შემოსავლების ოდენობა შეადგენს 29 698 400 ლარს, რომელიც შედგენილია:
მუნიციპალიტეტის შემოსავალი შეადგენს 28 080 800 ლარს. რომელიც შედგება:
ბორჯომის მუნიციპალიტეტის შემოსავლებში განსხვავება ისა, რომ შემოსავლების უმეტესი ნაწილი არის „სხვა შემოსავალი“, საკუთარი, რომელიც მიღებულია მუნიციპალიტეტის ქონებიდან (ქონების შემოსავალი – 8 854 300 ლარი და იჯარა – 8 354 300 და ა.შ.).
დავით ლოსაბერიძის თქმით, მუნიციპალიტეტებში გაგზავნილი დღგ-ის ოდენობის განსაზღვრის გარკვეული ფორმულა არსებობს. ფინანსთა სამინისტრო ყოველწლიურად აახლებს ამ ფორმულას და ბიუჯეტის ნაწილის სახით ამტკიცებს.
„გამოდის, რომ დღგ-ის ნაწილი, მაგალითად, მეათე ნაწილი, ნაწილდება მუნიციპალიტეტებს შორის. მონიტორინგისთვის ეს მარტივი სისტემაა ცენტრისთვის, მაგრამ არ უზრუნველყოფს ადგილზე განვითარება. როგორ უნდა გადანაწილდეს სწორად, ეს უკვე სხვა საკითხია“, – ამბობს ექსპერტი.
ახალქალაქი– სიდიდით მესამე მუნიციპალიტეტია რეგიონში, ახალციხეზე ბევრად ნაკლებ ფულად ტრანსფერს იღებს, მაგრამ ბორჯომზე ოდნავ მეტს.
მუნიციპალიტეტში საერთო შემოსავალი 16 350 000 ლარია. ეს პუნქტი შედგება:
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში შემოსავლების მიხედვით მეოთხე ადგილზე ადგიგენის მუნიციპალიტეტია
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შეადგენს 13 137 100 ლარს, რომელიც თავის მხრივ შედგება:
რეგიონში შემოსავლების რეიტინში მეხუთე დგილზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტია, რომელიც მოსახლეობით უფრო მეტია, ვიდრე ადიგენის მუნიციპალიტეტ, მაგრამ ნაკლები დასახლებული პუნქტი აქვს.
ნნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შემოსავლებში 11 670 000 ლარია. ეს პუნქტი შედგება:
შემოსავლების მიხედვით ბოლო ადგილზე ასპინძის მუნიციპალიტეტეა, რომელიც ყველაზე პატარაა, როგორც მოსახლეობის, ასევე დასახლებული პუნქტების მიხედვით.
2023 წელს მუნიციპალიტეტის შემოსავლები 9 710 000 ლარს შეადგენს. შემოსავლები შედგება:
მონაცემების მიხედვით, 6 მუნიციპალიტეტიდან 4-მა დღგ ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღო, რაც ბიუჯეტის შემოსავლების 90%-ზე მეტი შეადგინა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა თავისი შემოსავლების 85% ცენტრიდან მიიღო, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა კი 48%.
„ფინანსთა სამინისტრო თავისი შეხედულებისამებრ აკეთებს ამ კოეფიციენტებს (რომლითაც მუნიციპალიტეტში გადარიცხვის ოდენობა განისაზღვრება), უბრალოდ ასე უფრო ადვილი გასაკეთებელია. რატომღაც, მაგალითად, უფრო მეტი მოსახლეობის მქონე მუნიციპალიტეტები ნაკლებს იღებენ. შეიძლება ფინანსთა სამინისტრო, მთავრობა მართალი იყოს, რომ ეს მუნიციპალიტეტი ნაკლებს იღებს, რადგან კანონით ნაკლები ეკუთვნის. თუ რატომ, რადგან გარკვეული კრიტერიუმები მეტნაკლებია”.
ექსპერტის თქმით, ტრანსფერის თანხის განსაზღვრაში დიდ როლს თამაშობს პირადი ნაცნობებიც.
“აუცილებელია ამ თაობაზე დისკუსის ჩატარება და საკუთარი ინტერესების ლობირება. ჩვენთან ლობირება “გაგების მიხედვით” ხდება, ასე ვთქვათ, თუკი მერი “მაგარია”, მუნიციპალიტეტს უფლებაც რომ არ ჰქონდეს მეტი ტრანსფერის, მაგრამ მას ცემტრში ახლო ნაცნობები ჰყავს, მიაღწევს დამატებით სამიზნე ტრანსფერს, კაპიტალურ ტრანსფერს, თუკი არ არის “მაგარი”, ის არ ღებულობს დამატებით სახსრებს”,- ამბობს დავიდ ლოსაბერიძე.