ახალქალაქში დაპირისპირების შედეგად 34 წლის მამაკაცი დაშავდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც „განზრახ სხეულის მსუბუქი დაზიანების მიყენებას“ გულისხმობს.
ინციდენტი ახალქალაქში 30 ივნისს, შუადღისას მოხდა. Jnews-ის ინფორმაციით, ერთმა ახალგაზრდამ მეორე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხში ესროლა. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ახალქალაქი-ნინოწმინდის გზატკეცილზე, რაიონულ საავადმყოფოსთან, სადაც დაჭრილები იპოვეს, მცირე ტერიტორია მანქანით არის შემოსაზღვრული. შსს-ს ინფორმაციით, „ამ მანქანის ირგვლივ იძიებენ საქმეს“.
მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იძიებს: „ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია“. ქმედება ჯარიმით ან ექვს თვემდე ვადით გამოსასწორებელი სამუშაოებით ისჯება. დამნაშავეს შესაძლოა ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობა ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. მუხლი იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასა და ჩამორთმევასაც ითვალისწინებს.